საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის ასოციაცია

ჩვენი საქმიანობა

ივენთების მოწყობა

მოგზაურთა სალონები, მოგზაურთა საღამოები, ფოტო გამოფენები, ფილმებისა და დოკუმენტური მასალების ჩვენება, მუსიკალური ან გასტრონომიული საღამოები … ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ ღონისძიებებს, რომლებიც ასახავს საქართველოს კულტურულ და ტურისტულ სიმდიდრეს !

საკომუნიკაციო მასალების შექმნა

ინტერნეტის ვებ-გვერდები და დღიურები, ფოტო-გამოფენა, დოკუმენტური ფილმი, ინტერნეტ თუ ჟურნალ-გაზეთების სტატიები … ჩვენი პროფესიონალთა გუნდი ქმნის თანამედროვე და აქტიურ საშუალებებს საქართველოს საფრანგეთსა და ევროპაში პოპულარიზაციისათვის!

პროექტებზე მხარდაჭერა

ჩვენი მთავარი მიზანი? შევქმნათ და მხარი დავუჭიროთ იმ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოს კულტურის, მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის განვითარებას, და ამავდროულად ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური საქმიანობის ჩამოყალიბებას!

ასოციაციის ექსკლუზიური ამბები

ფილმი “გამარჯობა საქართველო !”

ასოციაციის სამმა წევრმა რამოდენიმე თვის მანძილზე იმუშავა პროექტზე შეექმნათ დოკუმენტური ფილმი საქართველოს შესახებ.

ამ სამი მოგზაურის და კომუნიკაციის პიარ-მენეჯერის სურვილია საქართველოს სხვა რაკურსით ჩვენება და არა როგორც ტელევიზორში მრავალჯერ ნანახი პოსტსაბჭოთა მარწუხებიდან ძლივს გამოსული ქვეყნისა. მათი მიზანია გაიცნოს საზოგადოებამ ქვეყანა, რომელიც ასე შენატრის ევროპას მისი უნიკალური ბუნებით;  დაინახოს ამ პატარა ქვეყნის თანამედროვე ხედვა იმ ადამიანების პორტრეტებში, რომლებიც დიდი ძალისხმევით ცდილობენ საქართველოს ეკონომიურ და სოციალურ განვითარებას ქართული ტრადიციების შენარჩუნებით !!! …

გადაღება გაიმართება 2019 წლის 10 -დან 21 მაისამდე, აღმოსავლეთიდან დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროდან ნახევრად უდაბნოში აზერბაიჯანის საზღვრთან, კავკასიონის მაღალი მწვერვალებიდან და ქვეყნის სანაპირო ქალაქებში.

პროექტები და მიღწევები

  • სორტირება თემა
  • All
  • ვებ საიტები
  • ვიდეო ფილმი
  • მოგზაურთა შეხვედრები
  • პროექტზე მხარდაჭერა
  • ფოტო გამოფენა

ჩვენი პარტნიორები

ისინი გვენდობიან!